Header Ads

ცესკოს მონაცემებით არჩევნებზე 15:00...

ცესკოს მონაცემებით არჩევნებზე 15:00...

ცესკოს მონაცემებით არჩევნებზე 15:00 საათისთვის 263 493 ამომრჩეველი დაფიქსირდა


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ დღის 15:00 საათისთვის 38.8 პროცენტი შეადგინა, რაც ჯამში მილიონ 263 ათას 493 ამომრჩეველია


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამბროლაურში ფიქსირდება – 50.1% ყველაზე დაბალი კი წალკაში 30.3%.


როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ამომრჩეველთა საერთო აქტივობის მონაცემები პირველი ტურის ანალოგიურ მონაცემებს 8 პროცენტით აჭარბებს, მაშინ 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30.98%-ს შეადგენდა.



შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს  სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.



Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.