Header Ads

ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა...

ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა...



ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემული დროისთვის აქტივობამ 47,31% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. 


ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის საარჩევნო საარჩევნო ოლქში, ყველაზე დაბალი აქტივობა კი წალკის საარჩევნო ოლქშია.


როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 171 საჩივარია შესული.


15:00 საათის დეტალურ მონაცემებს ოლქების მიხედვით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე


დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.


დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 


პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.