Header Ads

18:00 საათზე „იმედზე“ რაგბში...



თბილისის დროით 18:00 საათზე ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე საქართველო იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


გულშემატკივარს თამაშის ყურება ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში შეუძლია.


სპორტსმენების საგულშემატკივროდ იკრიბებიან თბილისშიც. გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, მატჩს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურონ.


მატჩისთვის სამი დებიუტანტი ემზადება: ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი, ასევე მგეზავი თედო აბჟანდაძე. ბორჯღალოსნების კვართით 5 წლის წინ, ერთადერთხელ უთამაშია ზურაბ ძნელაძეს, რომელიც მას შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.




წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/1800-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%97%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%92%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.