Header Ads

უპრეცედენტო აქტივობაა – 2016 წლის...

უპრეცედენტო აქტივობაა – 2016 წლის...


15:00 საათის მონაცემებით, უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება დღევანდელი აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც აჭარბებს, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„3 საათის მონაცემებით, უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება. იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით, რომ ოთხშაბათ დღეს არ ექნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა ამომრჩეველთა აქტივობაზე. ჩვენი ნათქვამი რეალურად გამართლდა. აქაც ნახავდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში, „რუსთავი 2“-ში იყო აბსოლუტურად კომიკური ვითარება, როდესაც ე.წ. ჟურნალისტები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს იყო დაბალი აქტივობა. ამაზე იყო საუბარი დილიდან და ეს იყო კომიკური. არის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი. იმ ტყუილებს, რომელიც დილიდან ვრცელდებოდა არ აქვს არანაირი საფუძველი“, განაცხადა კობახიძემ.



რუსთავი 2-ში კომიკური სიტუაცია იყო ირაკლი კობახიძე (ვიდეო)



Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.