Header Ads

მამუკა ბახტაძე: 2018 წელს 800 მედალი მოვიპოვეთ

მამუკა ბახტაძე: 2018 წელს 800 მედალი მოვიპოვეთ



2018 წელს საქართველომ სპორტში 800 მედალი მოიპოვა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკრებულოში სპორტსმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს ამ წარმატებისთვის, განსაკუთრებით კი პარაოლიმპიელების წარმატებას გაუსვა ხაზი.


ბახტაძის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ამ მიმართულებით შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს.


ამასთან, პრემიერმინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ თავადაც იყო დაკავებული აქტიური სპორტით და მისთვის კარგად ნაცნობია ის ემოცია, რაც ქვეყნის დროშის აწევას და მისი ჰიმნის გაჟღერებას ახლავს თან.


მამუკა ბახტაძე რაგბით იყო დაკავებული.


სპორტსმენებს შეხვედრაზე თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიმართა და განაცხადა, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტის დაფინანსებას ფუჭად გახარჯულ ფულად მიიჩნევს, პასუხი სწორედ ამ სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლებია.


‘ნაციონალური მოძრაობის’ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა, რომ სპორტის დაფინანსების პროგრამები ფუფუნებაა. 


„ჩვენ ბიუჯეტში ხარჯებს შევამცირებთ. ეს სულელური ხარჯები, რომლებიც მხოლოდ იმისთვისაა, რომ არჩევნებზე გაიმარჯვონ. დაფინანსება ფეხბურთის პროგრამების, ბეისბოლის გუნდის, ჰოკეის ნაკრების – წარმოგიდგენიათ ეს იდეალიზმი? ამ თანხებს ჯანდაცვაში და სოციალურ პროგრამებში, განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოვიყენებთ’, – თქვა ვაშაძემ.


გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებას, სპორტსმენების გარკვეული ნაწილი უკვე დაუპირისპირდა.  



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.