Header Ads

არჩევნები 2018 – ვითარება საზღვარგარეთ...

არჩევნები 2018 – ვითარება საზღვარგარეთ...


საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, 28 ნოემბერს საზღვარგარეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში ტარდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს 52 უბანზე.


„როგორც მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნები 8-დან 24 საათამდე იმუშავებს. მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეორე ტურის წინ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს: გადაამოწმეთ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები. გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც თქვენი საარჩევნო უბანია განთავსებული. ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი ვადიანი მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის ქვეყანაში საელჩოს/საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს”, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.


მისი თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, მაქსიმალურად უზრუნველყვეს საარჩევნო გარემოსათვის აუცილებელი პირობები.


“საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები შეფერხების გარეშე განახორციელებენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და საკუთარ წვლილს შეიტანენ არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარებაში”, განაცხადა კონსტანტინიდმა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.