Header Ads

მამუკა მდინარეძემ 3000-მდე უბნის შედეგები...

მამუკა მდინარეძემ 3000-მდე უბნის შედეგები...



საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ დროისთვის 3000-მდე უბანია დათვლილია. 


„ამ მომენტისათვის ხმების 60,3 %  სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, გრიგოლ ვაშაძეს კი 39,7%’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ტელეკომპანია ‘იმედის’ დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს კი 42% აქვს.


დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.


პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.