Header Ads

6 წლის განმავლობაში არ მახსოვს, ანას...

სასამართლო-ნაცვლიშვილი საქმე


თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ის დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ დღეს, როცა მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რო­გორც გრი­გა­ლაშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მის ზა­რებ­ზე აღარ პა­სუ­ხობ­და.



„ვუ­რე­კავ­დი, არ მი­პა­სუ­ხა. 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მახ­სოვს, მას პირ­ვე­ლი­ვე ზარ­ზე არ ეპა­სუ­ხა. არც მე­სიჯ­ზე მი­პა­სუ­ხა და არც ზარ­ზე. მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნით ავე­დი ანას სახ­ლთან. მე-5 სარ­თულ­ზე ავე­დი, კარი ოდ­ნავ ღია დამ­ხვდა. დი­ლის 6 სა­ათ­ზე კარი ღია რომ იყო, და­მა­ეჭ­ვა. ელე­ნე ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­მი­ღო კარი. ანა აბა­ზა­ნა­შია ალ­ბა­თო, მი­თხრა. ორ წამ­ში გა­მოტ­რი­ალ­და, არ არი­სო, მი­თხრა. ვთხო­ვე სახ­ლში მო­ე­ძებ­ნა. ამა­სო­ბა­ში დე­დას გა­ეღ­ვი­ძა, ვუ­თხა­რი, რომ ანას ვუ­რე­კავ­დი, ვწერ­დი და არ მპა­სუ­ხობ­და. მა­თაც და­ი­წყეს რეკ­ვა, აცხა­დებს გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.



მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ რაც მე-5 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­მას­თან, ზა­ქა­რია გრი­გა­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ანას მო­სა­ძებ­ნად მი­ვი­და, ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­სა­კი­თხად გა­და­იყ­ვა­ნეს.


რო­გორც გრი­გა­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მას და­უ­წე­რეს და ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ა­ცე­მი­ნეს.


„თუ არ ვცდე­ბი, მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და მოვ­ყე­ვი ის, რაც თქვენს წი­ნა­შე მოვ­ყე­ვი. და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში მო­ვი­და პირი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი შე­მი­მოწ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სის­ხლის კვალს ეძებ­და. შემ­დეგ შე­მიყ­ვა­ნეს ოთახ­ში, სა­დაც 15-20 ადა­მი­ა­ნი იყო. ანა­ლო­გი­უ­რად მოვ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი, მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნი და­მი­ტო­ვეს. რო­გორც მახ­სოვს, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი მო­ვი­და, სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მლით იყო, ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ყო­ლა, რა და რო­გორ იყო.


ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გვაქვს ამო­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლი მხრი­დან გა­მოხ­ვე­დი და შეხ­ვე­დი იქ, ვი­ცი­თო. თუ კად­რი გაქვთ, მაჩ­ვე­ნეთ-მეთ­ქი და არ მაქვს უფ­ლე­ბაო.


15 წუთ­ში ფურ­ცე­ლი შე­მო­ი­ტა­ნა და წა­ი­კი­თხეო, მი­თხრა. ამო­ბეჭ­დი­ლი იყო რაც ვი­თომ, აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში ვთქვი.


და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუთ­ში მი­თხრა, შენი ძმა­კა­ცე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და თუ არ გინ­და შენი ძმა­კა­ცე­ბი პრე­სის ქვეშ მოყ­ვნენ, რაც წე­რია იმას იტყვიო. პა­ტა­რა ძმა გყავს და გაზ­რდა უნდა, მა­მა­შე­ნი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, შენ­თვის აჯო­ბებს ხელი მო­ა­წე­რო, ამ საქ­მეს ვერ შეც­ვლი და ჯობს, მე­გობ­რე­ბი არ გა­წი­როო, მი­თხრეს. ცი­ხე­ში როცა შეხ­ვალ და იტყვი, შენი ძმა­კა­ცე­ბის გამო არ მო­ა­წე­რე ხელი, პა­სუხს სხვა­ნა­ი­რად მოგ­თხო­ვე­ნო, მი­თხრა.


ხე­ლის მო­წე­რა­ზე დავ­თან­ხმდი და რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი დღეს აქ, ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე ვიჯ­დე­ბო­დი.


გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შემ­ხვდა, მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჩაგ­ვე­წე­რა. შე­ვე­დით ოთახ­ში, სამი მო­ნი­ტო­რი იყო და ერთ-ერ­თზე კა­მე­რა ეყე­ნა, ჩემს თვალ­წინ ჩარ­თო და მოვ­ყე­ვი რაც ფურ­ცელ­ზე ეწე­რა. სხვა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შე­მო­ვი­და, ფურ­ცელ­ზე ამო­ბეჭ­დი­ლი ჩვე­ნე­ბა შე­მო­ი­ტა­ნეს და ხელი მო­მა­წე­რი­ნეს. ტან­საც­მე­ლი გა­მო­მაც­ვლე­ვი­ნეს, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე უნდა გა­და­ვი­ტა­ნო­თო, გა­ნა­ცხა­და გრი­გა­ლაშ­ვილ­მა.


თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი 22 თე­ბერ­ვალს მოკ­ლეს. მას ყე­ლის არე­ში და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და თა­ვის არე­ში. პო­ლი­ცი­ამ ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვა.


წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/6-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%ae/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.