Header Ads

ანა ნაცვლიშვილის მამა: “ნეტა გამოუშვან, თუ...

ანა ნაცვლიშვილის მამა:


თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე ბრალდებულისთვის მუხლის შეცვლას ცდილობს. როგორც ის ამტკიცებს, ამისათვის მათ გარკვეული თანხები გადაიხადეს.


ფული გადაუხადა ადვოკატმა და რასაც უნდა, იმას დააწერინებდა. ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მუხლი  გადააკვალიფიცირონ. კითხვა დაუსვეს ექსპერტს და მაინც ვერ ათქმევინეს, რომელი ჭრილობა იყო სასიკვდილო, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა, თუ მჭრელი საგნით. ექსპერტმა ამაზე კატეგორიული პასუხი ვერ გასცა. ექსპერტი სასამართლოზე ძალიან ნერვიულობდა, წყალს სვამდა. ვუთხარი კიდეც მას, არასწორი დასკვნისთვის გიჩივლებ-მეთქი. ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ. გრიპითაც რომ დაიღუპოს, იმასაც მე ვიბრალებ, მე მოვაკვლევინე-მეთქი, განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.


შეგახსენებთ, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი  დააკავა. ის დანაშაულს არ აღიარებს.


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%94/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.