Header Ads

ზუგდიდში ხულიგნობის ბრალდებით...

ზუგდიდში ხულიგნობის ბრალდებით...

შსს



ზუგდიდის მე-15 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


შს სამინისტროს ცნობით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც N15-ე საარჩევნო უბანზე მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ენმ-ს წევრი ვახტანგ ხვიჩია, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ პირებს. ამავე ცნობით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


„ქართული ოცნების’ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ უბანზე ვახტანგ ხვიჩია არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და გადასატანი ყუთის სიის წარდგენა მოითხოვა, რის შემდეგაც მასსა და კომისიის თავმჯდომარე ლუიზა თევზაძეს და კომისიის წევრ ლეილა თვალთვაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.



ზუგდიდის მე-15 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


შს სამინისტროს ცნობით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც N15-ე საარჩევნო უბანზე მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ენმ-ს წევრი ვახტანგ ხვიჩია, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ პირებს. ამავე ცნობით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


„ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ უბანზე ვახტანგ ხვიჩია არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და გადასატანი ყუთის სიის წარდგენა მოითხოვა, რის შემდეგაც მასსა და კომისიის თავმჯდომარე ლუიზა თევზაძეს და კომისიის წევრ ლეილა თვალთვაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.