Header Ads

(ვიდეო)მკვლელობა ქობულეთში ახლობლების...

(ვიდეო)მკვლელობა ქობულეთში ახლობლების...

ქობულეთში მოკლული მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ მამია ცეცხლაძე საარჩევნო უბანზე იყო წასული ხმის მისაცემად, რის შემდეგაც ერთ-ერთ კაფეში წავიდა. შემდეგ კი ეს ინციდენტი მოხდა. 46 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, მამაკაცი შემთხვევის დროს ავტომობილში იჯდა, დაჭრის შემდეგ კი ავტომობილმა მართვა დაკარგა და ავარიაში მოყვა. „ჩაქვში იყო, ბარში იჯდნენ და იქიდან რა მოხდა ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩამოვიდა დააფიქსირა თავისი ხმა, ასე მგონია და მერე წავიდა.“- აცხადებს მოკლული მამაკაცის ძმა. მოკლული მამაკაცის რძლის თქმით, მამია ცეცხლაძის მკვლელობას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. შსს არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ეს მკვლელობა შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.