Header Ads

ტრამპი მაკრონის ღონისძიებას არ დაესწრება

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი



პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრებიდან ერთ-ერთია ემანუელ მაკრონის ინიციატივით დაგეგმილი სამიტი გლობალური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ამ სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ დაესწრება. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 


ესაა კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ტრამპსა და მაკრონს არაერთ საკითხზე აქვთ სრულიად განსხვავებული შეხედულებები, – წერს ჟურნალისტი. 


საფრანგეთის მთავრობამ, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.


ღონისძიებები 10-11 ნოემბერს გაიმართება. პარიზში ელოდებიან დელეგაციებს მსოფლიოს 98 ქვეყნიდან. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფერ კასტანერის ინფორმაციით, დედაქალაქში წესრიგს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 10 ათასამდე პოლიციელი.


განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი იმოქმედებს სასტუმროებთან, სადაც უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურები და მათი თანხმლები პირები იცხოვრებენ და პარიზის ღირსშესანიშნაობებთან. მათ შორის ორსეს მუზეუმთან, სადაც 10 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვახშამზე უმასპინძლებს 72 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, მათ შორის აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს. განსაკუთრებულად დაცული იქნება პარიზის ფილარმონიაც, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართება.


დონალდ და მელანია ტრამპები პარიზში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%94/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.