Header Ads

ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე გრიგოლ...

ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე გრიგოლ...

ავღანეთი არჩევნები



ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავღანეთის საარჩევნო უბნების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ორივე უბანზე  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.


როგორც შემაჯამებელ ოქმშია აღნიშნული, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ უბანში გრიგოლ ვაშაძემ 366 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 316 ხმა მიიღო. 


რაც შეეხება მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანს, აქ გრიგოლ ვაშაძეს 86-მა ამომრჩეველმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 46-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.


ტელეკომპანია ‘იმედის’ დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს კი 42% აქვს.


დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.


პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.