Header Ads

შევიდა პიროვნება კაბინაში, აიღო ბიულეტენი,...

შევიდა პიროვნება კაბინაში, აიღო ბიულეტენი,...

ქართული ოცნების წარმომადგენლები გორის საარჩევნო უბნებთანაც დგანან და სიებით ხელში ამომრჩევლებს აღრიცხავენ. გორის მე-15 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ე.წ. სომხური კარუსელის მცდელობა. დამკვირვებლების თქმით, ეს მოხდა, დაახლოებით, ერთი საათის წინ. მათი თქმით, ორი შემთხვევა იყო, როდესაც ამომრჩევლებმა ხმის მიცემა სცადეს. დამკვირვებლების თქმით, ხმის მიცემის კაბინის დატოვების შემდეგ ორმა ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტინი საარჩევნო ყუთში ჩაგდების ნაცვლად ჯიბეში ჩაიდეს და უბნიდან გატანა სცადეს.


„შევიდა პიროვნება კაბინაში, აიღო ბიულეტენი, ჯიბეში ჩაიდო,“ ამბობს დამკვირვებელი.


დამკვირვებლებმა ეს ამომრჩევლები უბანზე დააბრუნეს და მათი ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩააგდებინეს. დარღვევის დაფიქსირების შემდეგ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, უბნიდან ბიულეტენის გამოტანის ფაქტი ე.წ. სომხური კარუსელის მცდელობაა.


„მინდა ვუთხრა ყველას, პირველ რიგში, ქართულ ოცნებას, რომ თავი დაანებონ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წასვლას და რაც ყველაზე მთავარია, ყველა უბანზე არიან მობილიზებული დამკვირვებლები ისე, რომ ნებისმიერი მსგავსი მცდელობა იქნება აღკვეთილი,“ განაცხადა ჭიაბერაშვილმა. დღეს მთელი დღის განმავლობაში გორში საარჩევნო უბნებთან მობილიზებულები არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ აგიტატორები არიან და მათ თან აქვთ სიები და აკონტროლებენ ამომრჩევლების მისვლას. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი სოფელ გარეჯვარის საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც იმყოფებოდა ენმ-ის დეპუტატი ადგილობრივი საკრებულოდან. მას შემდეგ, რაც აგიტატორები დეპუტატმა დააფიქსირა, მათ შენობა დატოვეს და საარჩევნო სიები ადგილზე დატოვეს.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.