Header Ads

კვლევა: აშშ-ის „ანტიტერორისტულ ომებს“...

აშშ ომი



2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ის მიერ წამოწყებულ „ანტიტერორისტულ ომებს“ ავღანეთში, პაკისტანსა და ერაყში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Aljazeera წერს. 


კვლევაში, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტის უოტსონის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ დაღუპულთა რაოდენობა 480 ათასიდან 507 ათასამდეა. 


უშუალოდ მშვიდობიან მოქალქეებს რაც შეეხება, კვლევის მიხედვით, ერაყში 182 272-დან 204 575-მდე ადამიანია მოკლული, 38 480 ადამიანამდეა მსხვერპლის რაოდენობა ავღანეთში, პაკისტანში კი 23,372 ადამიანი დაიღუპა.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a0/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.