Header Ads

ლორა სმიტის გაუპატიურების მოტივი რატომ...

კობაური


პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 19 წლის მწყემსს, მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძი­მა.


აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბა­ურს ბრა­ლად შე­ე­რა­ცხა ლორა ჯოი სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მისი მკვლე­ლო­ბა.


„2018 წლის 4 ივ­ლისს, დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მყო­ფი რა­ი­ან მა­იკლ სმი­ტის, ლორა ჯოი სმი­ტის და მათი 4 წლის შვი­ლის, ქე­ლებ ის­მატ სმი­ტის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და.


გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბის შემ­დეგ, მას ასე­ვე ბრა­ლად შე­ე­რა­ცხა ლორა ჯოი სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მისი მკვლე­ლო­ბა.


დღემ­დე, მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი ედე­ბო­და რა­ი­ან მა­იკლ სმი­ტი­სა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის ქე­ლებ ის­მატ სმი­ტის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში.


შე­სა­ბა­მი­სად, მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლად ედე­ბა სამი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბი­სა და და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, აგ­რეთ­ვე ლორა ჯოის სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, და­ნა­შა­უ­ლე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.


წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.