Header Ads

რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ანტისაჰაერო...

რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ანტისაჰაერო...

თავდაცვა



რუსეთში განაცხადეს, რომ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმში დამატებით ანტისაჰაერო რაკეტებს განათავსებენ. ამის შესახებ მოსკოვში განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


უკრაინამ საომარი მდგომარეობა 27 რეგიონიდან 10-ში გამოაცხადა, რაც მოჰყვა 25 ნოემბრის ინციდენტს, რომლის დროსაც რუსეთმა ყირიმის ნაპირებთან ცეცხლი გაუხსნა უკრაინის სამ სამხედრო ხომალდს, დააკავა ისინიც და მათი ეკიპაჟების წევრებიც. რუსეთი ამტკიცებს, რომ გემები უკანონოდ შევიდნენ მის ტერიტორიულ წყლებში, რასაც უკრაინა უარყოფს.


დასავლეთის ქვეყნები მკაცრად აკრიტიკებენ მოსკოვის მოქმედებას და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გააუქმოს რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა.


უკრაინის 10 რეგიონი, რომელშიც 30 დღით საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, ან რუსეთსა და მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთს ესაზღვრება, ან ზღვისპირას მდებარეობს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.