Header Ads

”თაკოს ქცევით გამოდის, რომ მამამისი ერთი...

''თაკოს ქცევით გამოდის, რომ მამამისი ერთი ცბიერი, ორსახოვანი იანუსივით კაცი იყო! - გაიგე,


თვალთმაქცობს თაკო. ისე ეშმაკურად იქცევა, რომ ჩვენ ვიფიქროთ რომ მას წარმოდგენაც კი არ აქვს მამამისის პოლიტიკური ლირიკის თაობაზე, სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკოლოზ გელოვანი პოეტ ჟანსუღ ჩარკვიანის შვილს თაკო ჩარკვიანს, რომელიც ბოლო პერიოდში ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა ღია წერილით მიმართავს.


უგნურთა ხელები შორს ჯანსუღ ჩარკვიანისგან


მეორეჯერ მიწევს ჩვენი საგვარეულოს გელოვანების მონათესავე ერთი ქალბატონის გამოსვლაზე რეაგირება. ბოლოს წინა ორი, ტვ-პირველზე და რუსთავი2-ზე, ხომ რაღაც კოშმარი გახლდათ. აი, წუხანდელ იმედზე კი მისმა გამოსვლამ და დემონსტრაციულმა გაქცევამ ისეთი ფურორი გამოიწვია, რომ ფეისბუკი ლამის აფეთქდა. ქალბატონ მარი ჯაფარიძის პოსტ-კომენტარმა კი დააგვირგვინა ისტერიული სიცილ-ხარხარის ზვავი: იმედის თავზე ტაკოს საწმერთული ფრიალებს.


რა დასამალია და, თაკო ჩარკვიანის მორიგი სიბრძნითმეტყველების შემდეგ, ჩნდება ხოლმე ტრადიციული შეკითხვა-თავსატეხი:


ეს ყოფილი ქოცი მუსიკათმცოდნე გულწრფელ მეგი გოცირიძის მსგავს და, ექსპრეზიდენტის სიტყვებით, უკვე ს ა ა მ ა ყ ო მიშისტად როდის დაიბადა?


ან, როდიდან ჩამოყალიბდა ასეთ პრეტენზიულ ინტელექტუალად და მენტორად, პუბლიცისტურ თხზულებათა რომელი ტომის გამოცემის შემდეგ?


ანდა, ქოცების ხელისუფლებაში მოსვლამდეც ასეთი აქტიური იყო ეს საშუალოდ განათლებული მდედრი, რომელსაც საზოგადოება იცნობდა როგორც მხოლოდ ბატონი ჯანსუღის შვილად, მამუკას დად, ვუნდერკინდ ირმას დედად, მოყაჩაღო გიგანის მორკინალის დედოფლად თუ გამოჩენილ პუბლიცისტი და ანგარიშგასაწევი საზოგადო მოღვაწე, ტელეეკრანების მომაბეზრებელი სტუმარი, გამორჩეულად თვალხილული, პრინციპული კრიტიკოსი მას შემდეგ გახდა, რაც მინისტრის მოადგილის სავარძლის უტიფრად მაძიებელი, მისივე მეთოდით, ანუ, სიმბოლური პანღურით გამოაძევეს და შემდგომ სათოფეზე აღარ გააკარეს არა მარტო კულტურის სამინისტროს, არამედ


იცნობს თუ არა ეს საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მუსიკათმცოდნე ქალბატონი მისი მოგვარე პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის სიცოცხლის ბოლო წლების შემოქმედებას, თუ მხოლოდ ოჯახურ გარემოში და მხოლოდ შინაურებისთვის განკუთვნილ მის სენტეციებს ასაჯაროვებს ახლა ქალიშვილი თაკო?


არადა, თითქოს უნდა იცნობდეს, ისევე, როგორც წიგნიერი საზოგადოების ნაწილი, მამამისის შედევრებს, რამეთუ პოეტი მათ საკუთარი საოჯახო გაზეთის ყველა მორიგ ნომერში აქვეყნებდა, რაზეც ყურადღება მართებულად მიაქცია მეტისმეტად გულწრფელ და ზუსტი აქცენტებით აღსავსე გამოსვლისას (ტვ-კავკასიაზე) პოპულარულმა და მზარდმა მაგისტრმა ლევან ლორთქიფანიძემ.


სწორედ ამ მრავლისმეტყველმა და დამაფიქრებელმა გამოსვლამ გვიბიძგა დავინტერესებულიყავით ახლა შეჩერებული ამ გამოცემით, ქმრის ფულით დასტამბული, სულ პაწია ტირაჟის მქონე საოჯახო გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიცისტური ნააზრევით.. და, ნეტავ, არ დავინტერესებულიყავით არა, შოკს იწვევს არა მარტო თაკოს ღია მიმართვა და სხვა პუბლიცისტიკა (რომელსაც მოგვიანებით მოგაწვდით), არამედ ამ გაზეთის ბოლო გვერდებზე გამოქვეყნებული ჯანსუღ-მგოსნის პოლიტიკური ლირიკის შედევრები. მართლაც, რა დროს თაკოა, და მისი ე.წ. პუბლიცისტური ბოდიალი.


ჯანსუღის პოლიტიკური ლირიკა მართლაც საოცრებაა. ჩვენი დღევანდელობის ხატოვანი, ფუნაგორიული ისტორია მაინც, რა არის პოეტი თვალი, რა სიღრმე, რა პერსპექტივა, რა პირდაპირ ათიანში მოხვედრილი სიზუსტე: მარტო მეფე შადრევან პირველი არის საკმარისი, რომ ეპოქალური მმართველი გახადო პოპულარული


ერთი სიტყვით, გაეცნობი ჯანსუღის სიცილნათელებს და ნუღა ეძებ პასუხს იმ შეკითხვაზე, რაც თავში დავსვი: იცნობს თუ არა შვილი მამის შემოქმედებას ისე ღრმად და ობიექტურად, როგორც, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიას, მის ტალანტებს :


თვალთმაქვობს თაკო. ისე ეშმაკურად იქცევა, რომ ჩვენ ვიფიქროთ რომ მას წარმოდგენაც კი არ აქვს მამამისის პოლიტიკური ლირიკის თაობაზე და რომ იმ საკუთარი ქმრის ფულით გამოცემულ გაზეთში მხოლოდ თავის პუბლიცისტიკას ადევნებდა თვალს


აბა, სხვანაირად როგორ გაამართლოს საკუთარი ზნეობრივი და პოლიტიკური სალტო-მარტალე? აბა, რომ ცოდნოდა და პუბლიცისტისა და მუსიკათმცდნის პოზიციებიდან გაეაზრებინა გენიოსობამდე ახლო მდგომი მამის ეს სტრიქონები, ხომ არ მიიღებდა მძღნერის აბაზანებს (უკაცრავად, ტერმინი ნიკა გვარამიას დავესესხე) იმ ტიპებთან ერთად, რომლებსაც ექსპრეზიდენტის პარალელურად უნიჭიერესი ჯანსუღი ასეეალერსებოდა :


მიშას

*******


ენის ტლიკინი, სისინი

ჩაშვება, რაც მთავარია,

გვერდით რომ გყვანან, ისინი,

შენზე უარესნი არიან.


გაიგე, მორკინალის დედოფალო თაკო, რას წერდა ჯანსუღ ბატონი: მიშა ხომ არის და არისო, მაგრამ ღრიღორი და კომპანია მიშაზე უარესები არიანო.


ხომ არ მეშლება, სწორად გავიგე არა?! და ეს შენი ქმრის ფულებით და მამაშენის მთავარრედაქტორობით რომ გაზეთი გამოდიოდა, მაშინ იწერებოდა, ქვეყნდებოდა,. თანაც იმ 9 წლიან პერიოდში, შენ რომ ახლა მისტირი


ანდა, რაც თაკო ჩარკვიან-გიგანისამ გესლი, ბოღმა, სიბინძურე დაანთხია იმ ადამიანის მიმართ, ვისი გულუხვი შემწეობითაც სიამაყით და მადლიერებით სარგებლობდა ჯანსუღის ოჯახი, სწორედ იმ(!!!) დროს, როცა ეს ჩვენი ცნობილი პუბლიცისტი და, პარალელურად, მუსიკათმცოდნე ქალბატონი თ უ რ მ ე ეჭვიანობდა თავად ამ შემწესა და მისი შემწეობის რუსული(!!!) წარმომავლობის გამო. აი, ვანო მერაბიშვილს ეს წარმომავლობა ფეხებზე ეკიდა და არც მალავდა საკუთარ შეფასებას, რომ ფულს სუნი არ აქვს. მაგრამ თაკო, კი, როგორც პატრიოტი და მოაზროვნე ეჭვობდა. ჩუმად, თავისთვის ეჭვობდა, მაგრამ ხმამაღლა არ, უფრო სწორად, ვერ ამბობდა, ეშინოდა. ეშინოდა არა მერაბიშვილის, არა ადეიშვილის, არა სააკაშვილის, არამედ შიშობდა, ვაი თუ იმ შემწემ გაგოს, იწყინოს, გაჯავრდეს და ეს გვარიანი პენსია, რომელსაც შემწე მის ოჯახს უანგაროდ თავის ჯიბიდან უხდიდა, შემიწყვიტოსო ასეა, შიშს, მით უმეტეს ფულის დაკარგვის შიშს დიდი თვალები აქვს.


მე კი გული იმაზე მწყდება, რომ თაკოს ქცევით და რიტორიკით გამოდის, რომ მამამისი ერთი ცბიერი და ორსახოვანი იანუსივით კაცი იყო. ჯერ კომუნისტებს ატყუებდა და ბლეფობდა, არც თანამდებობები, პრემიები და ჯილდოები არ მიუღია, ყველაფერი ბუტაფორია იყოო


ასევე, საზოგადოებას ოსტატურად აჩვენებდა რომ ზვიადს ებრძოდა, თორემ ყველაფერი პირიქით იყოო. მასთან უახლოესი მეგობრობა აკავშირებდა და რასაც მასზე ზვიადი წერდა და ამბობდა, კომუნისტების დასაბოლებლად აკეთებდაო


მერე შევარდნაძესაც აგიჟებდა მეგობრობით და ხოტბა-დიდებით და სულ ტყუილია ის, რომ მისი პრეზიდენტობისას სულ დეპუტატი იყო და სიძის ბიზნესს კრიშავდაო


არ ჯეროდა ამ მატყუარა და ძუნწი ივანიშვილის, ეზიზღებოდა და ღადაობდა მასზე, არ მალავდა რომ მისი სიმდიდრის წარმომავლობა რუსულია და პუტინის გამოგზავნილია საქართველოშიო


ყოველივე ამას ოჯახში კი გვეუბნებოდა გაბედულად, გარეთ კი იძულებული იყო მასზე მიმაგრებული კაგებეს ბებერი გენერალი მოეტყუებიაო


აი, ასე პრიმიტიულად და დაუნდობლად ხელმეორედ მარხავს კარიერისთვის დაუღალავად და ურცხვად მებრძოლი, თითქმის შეურაცხადი ქალიშვილი სახელივან მამას.


მორჩა! მეტის მოთმენა აღარ შეიძლება! უნდა დავიცვა საკუთარი სისხლისა და ხორცისგან ნაღდი პოეტი, რომელიც მოგვიწოდებდა თავისუფლება ლომთა ხვედრიაო, რომელიც მიმართავდა სამშობლოს: საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავიო და რომელიც ძნელად, წინააღმდეგობრივად, მაგრამ მაინც მთაწმინდას მიებარა.


უნდა დავიცვა, თორემ რა გამოდის, ქალიშვილი ისე იქცევა, რომ საქმეში და რეალობაში ჩაუხედავ ადამიანს, მით უმეტეს, ახალთაობას ეჭვიც გაუჩნდება: ეს ჩვენი საყვარელი და საამაყო პოეტი ზნეობრივად სუფთა კაცი კი არა, ელემენტარული ცრუპენტელა ყოფილა მასავით დისიდენტი ოჯახის წევრების თანდასწრებით საკუთარ სახლში თურმე მალულად აშაყირებდა თავის მეგობრებს, ლექსებს ვისაც უძღვნიდა, ქართულ ოცნებას და მის ლიდერს, ხოლო საჯაროდ, ქვეყნის გასაგონად პირდაპირ, უშიშრად, უვაზელინოდ, უძვრებოდა და ელაქუცებოდა, თანაც, საზოგადოებას პოეტური ენით უხსნიდა:


ერთადერთი შანსი

*************************


ძველს კი არა, გეტყვი ახალს,

რომ არ მოკვდეთ შიმშილით, ერთადერთი შანსი გახლავთ

მხოლოდ ივანიშვილი.


ჰოდა, ამ სტრიქონების ავტორის ქალიშვილი მამამისს გვიხატავს ყალბ, უსინდისო ადამიანად. არადა, ვინც იცნობდა ჯანსუღ ჩარკვიანს, მას ეჭვი არ შეეპარება ამ სტრიქონების გულწრფელობაში. ისევე, როგორც მის სიალალეში, როცა ის ფაშისტურად იხსენიებდა იმ რეჟიმს, რომელსაც ახლა მისტირის მისი მოაზროვნე გამიშისტებული ქალიშვილი.


სამაგიეროდ, სააკაშვილი არ იმჩნევს უფროსი ჩარკვიანის პირადად მისადმი მიმართულ წკიპურტებს, ბოდიშსაც კი იხდის რომ ადრე, იმ წლებში ვერ ხედავდა და აფასებდა თაკოს, ახლა კი ამაყობს მისით და პირდება


არ ვიცი ღრიღორი, მიშა, ზალიკო, ბაჩუკი და სხვა ონავარი გოგო ბიჭები თაკოს, იგივე TAKO-ს რას პირდებიან, მაგრამ მე უფრო მჯერა ზეცასამაღლებული პოეტის მახვილი თვალის და შინაგანი შეძახილისა, რომელიც მინდა შევახსენო კარიერაზე დაკომპლექსებულ მის ქალიშვილს, თანაც ამით გავაფრთხილო ის და მასავით რევანშის წყურვილით აღგზნებულ-აჟიტირებული ტიპაჟი, ვისაც საზოგადოება, თურმე, აიძულებს ხელისუფლებაში მოსვლას დიდი სამოქალაქი მოძრაობით: ფუყე და მატყუარა, მანიაკივით შურისმაძიებელი და ანგარიშმსწორებელია ის თქვენი ბელადი, რომელსაც თაკოს მამა სიმართლეს საჯაროდ პირში ახლიდა ანეგდოტით, იუმორით, ირონიით, სარკაზმით და მოუგონა კიდეც ფანტასტური თიკუნი მეფე შადრევან პირველი :


მიშას

*******


და თუ ახალი ნიშნავს ძველს,

ფუნა გავცვალეთ იკრაში,

რატომ არ დგამენ მიშას ძეგლს, საყვარელ ამერიკაში?


მეტი რაღა უნდა თქვას პოეტმა, რომელიც ასეთი შედევრებს ნებაყოფილობით ქმნიდა და არა კომუნისტებისა და კაგებეს ძალდატანებით თუ დაკვეთით, როგორც ამას მისი სისხლი და ხორცი უგნურად წარმოგვიდგენს.


მართლაც, უგნურების ხელები შორს ჯანსუღ ჩარკვიანისგან!, წერს ნიკოლოზ გელოვანი.


http://geoinformer.tk http://geoinformer.tk/archives/3839
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.