Header Ads

პრეზიდენტი: სააკაშვილს არც მოქალაქეობა უნდა...

პრეზიდენტი: სააკაშვილს არც მოქალაქეობა უნდა...

პრეზიდენტი: სააკაშვილს არც მოქალაქეობა უნდა დაეთმო და სასამართლოს შეკითხვებზეც პასუხები უნდა გაეცა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეეწყალებინა.


მარგველაშვილის აზრით, სააკაშვილს არც მოქალაქეობა უნდა დაეთმო და სასამართლოს შეკითხვებზეც პასუხები უნდა გაეცა.


სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის გზა, არ არის რიგითი მოქალაქის გზა. მე არაერთხელ მითქვამს იგივე და ამაზე მოდიოდა ზღვარგადასაული აგრესია, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. სააკაშვილს არც მოქალაქეობა უნდა დაეთმო, ის ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი, პატივი უნდა ეცა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ქართული სასამართლოსთვის პასუხი უნდა გაეცა, რადგან ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და როდესაც უსვამდნენ კითხვებს, ვალდებული იყო პასუხი გაეცა და პატივი ეცა იმ სასამართლოსთვის, რომლის მეშვეობითაც ათობით ათასი ადამიანი ციხეში გაუშვა., ერთი წლის მერე ღირსადაც არ ჩათვალა, რო პასუხი გაეცა, განაცხადა პრეზიდენტმა TV პირველის ეთერში.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.