Header Ads

მარნეულის სოფელ იმირში ნაციონალები...

მარნეულის სოფელ იმირში ნაციონალები...

მარნეული



მარნეულის მუნიცუპალიტეტის სოფელ იმირში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.


ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ჯეიხუნ კარაევი ამბობს, რომ  #59 უბანზე სოფელ იმირში პოლიცია მათზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებს, კომისიის წევრს კი ოქმს სთხოვს. მისი თქმით, ამ უბანზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.


ტელეკომპანია ‘იმედის’ დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს კი 42% აქვს.


დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.


პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.