Header Ads

რაულ ხაჯიმბას არ სურს, რომ ე.წ. მერები...

რაულ ხაჯიმბას არ სურს, რომ ე.წ. მერები...

სოხუმი



ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მერის პირდაპირი წესით არჩევნების  ჩატარების შესახებ რეფერენდუმის გამოცხადებაზე სოხუმის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. შესაბამის განკარგულებას ხელი ხაჯიმბამ დღეს მოაწერა. ინფორმაციას ‘ლაივპრესი’ ავრცელებს.


სოხუმის დეფაქტო საკრებულომ მერის პირდაპირი წესით არჩევაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება 25 ოქტომბერს მიიღო. დეფაქტო საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ არჩეული მერი უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე პრეზიდენტის მიერ დანიშნული.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.