Header Ads

ნუ იზამთ იმას, რაც არ მინდა გავაკეთო –...

ნუ იზამთ იმას, რაც არ მინდა გავაკეთო –...


ორიოდე დღის წინ ტელეკომპანია იბერია-ს საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა არხის დამფუძნებელი უკვე ღიად გააკრიტიკა და თანამშრომლების მიმართ უყურადღებობაში, ასევე პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. არხის ხელმძღვანელობისა და ყოფილი თანამშრომლების დაპირისპირებამ ფეისბუქში, საჯარო სივრცეში გადაინაცვლა და გთავაზობთ მათ კომენტარებს.


ნატო ჩხეიძის პოსტი. 27.11.2018,  19:00


ამა წლის 17 ოქტომბრიდან, რაც იბერიას ნიუსების თანამშრომლები პროფკავშირსა და ქუჩა- ქუჩა დარბოდნენ და მეგაფინით იუწყებოდნენ, ჩვენი ოფლით ნაშოვნი 2 კვირიანი ანაზღაურება მოგვეცითო, მიუხედავად იმისა, რომ შევპირდი, თვის ბოლომდე ყველა მიიღებ- მეთქი, მაინც აპროტესტებდნენ და გუშინ ქ- ნმა ურუშაძემაც ბეჭედი დაუსვა, მხოლოდ საპროტესტი აქციების მერე მოგვცეს 2 კვირიანი დავალიანებაო. 


და მთელს იბერიაში (240 ადამიანი) მხოლიდ ნიუსებს (85 ადამიანი ) ჰქონდათ ის მოტივაცია, რომ აუცილებლად ძალით უნდა წაეღით, ის, რასაც ნებით ისედაც აძლევდი.

ერთი სიტყვით, 17 ოქტომბრის მერე ვახო ხუზმიაშვილი არ მინახავს და არც სატელეფონი თუ სხვა შეხმიანება გვქონია.  თვითონ, როგორც ჩანს, მადლობას ელოდა. და მადლობის


თვალსაჩინო გამოხატულებას, მაგალითად, მალდივის კუბძულებზე დამაახურებულ დასვენებას. ასე და ამგვარად, ჩემთან არა, მაგრამ ომეგა ჯგუფის ერთ წარჩინებულ თანამშრომელთან ჰქონდა კომუნიკაცია ხუზმიაშვილს და უთქვამს, რომ, ასე გავიგეო, რომ ზაზას


ტექსტი აჩვენეს ლეპტოპითო, მაგრამ აბა ეგ მაგ ტექსტს არ წაიკითხავსო და ამიტომ მისი ამბავი მოსრულებულიაო. არც ის მითხრა საიდან გაიგო და არც ის უთქვამს, ლეპტოპით ვინ დარბოდა. ვკითხე, მაგრამ არ უთქვამსო, ასე მომიყვნენ 13 ნოემბერს.



აშკარად უკვე ერთობ ვიწრო წრეში შეუყვანიათ ჩვენი ვახო და მერე თავად მოუწია იმავე ლეპტოპიდან წამოსული ტექსტის წაკითხვა. მინდა მჯეროდეს, რომ არც მთლად ხალისით, მაგრამ ჰავუტუსზე კი არ ეტყობოდა იმედია, ნანატრ მადლობას ისინი მაინც არ დაუგვიანებენ. დაწერა ნატო ჩხეიძემ, რასაც ვახო ხუზმიაშვილი გამოეხმაურა.


ვახო ხუზმიაშვილის პასუხი ნატო ჩხეიძეს:


თქვენი უახლოესი ადამიანი ყვებოდა ლეპტოპზე ისე რომ იცოდეთ,  რომელსაც მეც კარგად ვიცნობ და ეგ ამბავი თქვენგან გამოვიდა.კუნზულებზე დასვენებას რაც შეეხება, დაიანგარიშეთ რამდენი დაგიჯდათ. ისე მარტო მე ხო არ გაგიშვივართ ? მაიძულებთ რომ ბევრი რამე ვილაპარაკო, არ მაქვს სურვილი და ნუ იზამთ იმას, რაც არ მინდა გავაკეთო უპასუხა ხუზმიაშვილმა.



Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.