Header Ads

სეისმოლოგებს გახშირებული მიწისძვრები...

მიწისძვრა


5 მიწისძვრა ბოლო 48 საათის განმავლობაში სეისმოლოგებს გახშირებული მიწისძვრები აშინებთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ბიძგები არ უგრძვნია, სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშოა.


უფრო ძლიერი ბიძგების შემთხვევაში ქალაქში კატასტროფული შედეგები ექნება. განსაკუთრებული საფრთხე, სპეციალისტების გათვლებით მაღალსართულიანი შენობებს ემუქრება. სეისმოლოგებთან ერთად გეოლოგებიც ამბობენ, რომ ახალაშენებული კორპუსების ნაწილი სეისმურად არამდგრადი და უხარისხოა, რის გამოც ვითარება კიდევ უფრო მძიმდება.


კურიერის ინფორმაციით მცირე მიწისძვრების შემთხვევები ყოველწლიურად მატულობს.


ბოლოს თბილისში დამანგრეველი მიწისძვრა რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა, მაშინ შენობების დიდი ნაწილი დაზიანდა და რამდენიმე მათგანი დაინგრა, 2002 წელს კი 4,5 მაგნიტუდის ბიძგებს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.