Header Ads

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის...

პარლამენტი



საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პაატა დავითაიას განცხადებას ეხმიანება.


როგორც დეპარტამენტი აცხადებს, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაატა დავითაიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალა წაიშალა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან.


„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, 2008-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის, პაატა დავითაიას განცხადებას და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალა გაურკვეველ ვითარებაში წაიშალა საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან.


რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ მუშაობა 2009 წელს დაასრულა. კომისიის მუშაობის მასალები ავტომატურად გადავიდა არქივში. 2012 წლის ივლისში გაკეთდა პარლამენტის ახალი ვებგვერდი


ძველი ვებგვერდიდან ტექნიკურად ვერ მოხერხდა სრული მასალის საქართველოს პარლამენტის განახლებულ ოფიციალურ ვებგვერდზე გადმოტანა. განახლებულ ვებგვერდზე მხოლოდ კომისიის დასკვნა მექანიკურად, ხელით გადმოიტანეს.


ვებგვერდზე დაიკარგა დიდი მოცულობის ინფორმაცია 2012 წელს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც. ამჟამად მოქმედმა ვებგვერდმა სწორედ ამ კიბერშეტევის შედეგად, 2013 წლიდან ჩაანაცვლა წინამორბედი. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის მასალები არ განთავსებულა საქართველოს პარლამენტის არათუ მოქმედ, არამედ 2012 წელს შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზეც“, – ნათქვამია განცხადებაში.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.