Header Ads

ცესკო გადასატანი ყუთის ბიულეტენებთან...

ცესკო გადასატანი ყუთის ბიულეტენებთან...

ანა მიქელაძე



ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძე მიხეილ სააკაშვილის გამოეხმაურა, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი გადასატანი ყუთის 28 ბიულეტენიდან 25 ბიულეტენით ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევენ. 


„გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შემდეგ, კანონმდებლობის თანახმად, გადასატანი ყუთი ბრუნდება საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, უბანზე არსებულ ბიულეტენებთან ერთად ითვლება გადასატანი ყუთის ბიულეტენებიც. შესაბამისად, საიდან და რატომ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, ამაზე ვერაფერს გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ ხმის მიცემის პროცესი არის ფარული, აღნიშნული ბიულეტენები დაითვლება საარჩევნო უბანზე“, – ამბობს მიქელაძე.


„ეს ნიშანდობლივია. პირველ ტურზეც პირველი ნიშნები იმისა, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, მოვიდა სწორედ გადასატანი ყუთებით“- თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 


პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.