Header Ads

ფეხბურთის ფედერაცია –...

ფეხბურთის ფედერაცია - საქართველო-ყაზახეთის მატჩის ყველა ბილეთი 1 ლარი ეღირება


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ერთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩის საქართველო-ყაზახეთის მატჩის ყველა ბილეთი 1 ლარი ეღირება.


მადლობა გულშემატკივრობისთვის!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება.



აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის. ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ნათქვამია განცხადებაში.


მატჩი დინამო არენაზე 19 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ბილეთების გაყიდვა 9 ნოემბერს დაიწყება.



https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.