Header Ads

იაპონიაში ბოიბენდს შოუში მონაწილეობა...

BTS



პოპულარულ სამხრეთკორეულ ბოიბენდს, BTS-ს იაპონურ მუსიკალურ შოუში, TV Asahi-ში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. მიზეზი მაისურია, რომელიც ბენდის ერთ-ერთ წევრს, ჯიმინს ეცვა. ამის შესახებ BBC წერს. 


მაისურზე გამოსახული იყო ატომური დაბომბვის ამსახველი ნახატები, რამაც თავად ბოიბენდის გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. მაისურზე ასევე ეწერა სიტყვები: პატრიოტიზმი, ჩვენი ისტორია, გათავისუფლება, კორეა.


ამის გამო BTS-ის გამოსვლა იაპონურ შოუში ჩაიშალა. 


იაპონიის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია სწორედ ატომურ ბომბს უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-მა ჰიროსიმა და ნაგასაკი დაბომბა. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად „ბიჭუნა“ („Little Boy“) ჩამოაგდეს ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად „მსუქანა“ („Fat Man“) – ნაგასაკში.


მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია, რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.



BTSწყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%98/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.