Header Ads

შარვლის ჩახდით და მოწინააღმდეგისადმი...

შარვლის ჩახდით და მოწინააღმდეგისადმი უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა - ირმა ინაშვილი


პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩატარებულ აქცია-პერფორმანსს ეხმაურება და აღნიშნავს რომ აქციის მონაწილეების ქმედება სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად დასჯადია, ინაშვილი სამართალდამცველ ორგანოებს რეაგირებს მოუწოდებს.


შარვლის ჩახდით და უკანალის გამომზეურებით, ეტყობა, ქვეყანა გამთლიანდება.  მამაკაცი ნებაყოფლობით შარვალს იხდიდეს და პიარ-აქციაში მონაწილეობდეს, თან, ვიდეოკამერების წინ! თან, ამას ქვეყნისადმი სიყვარულით ხსნიდეს, ასეთი რამ ბანანის რესპუბლიკაშიც არ მოხდება. მე, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანი, პირდაპირ ვეუბნები ამ ე.წ. კაცებს: თქვენ ომში წასაყვანი ხალხი არა ხართ. შარვალჩახდილი კაცი ომს ვერ იგებს. დამწყებ ენთუზიასტებს ვეუბნები: ნუ ჩაიხდით შარვალს, მოწინააღმდეგისადმი უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა.


უკანალი უკანალად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთი კითხვა მაქვს: ესაა პროვოკაცია, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად. რას აპირებთ? ამ შარვალჩახდილებს უნდა დააწყებინოთ ახალი ომი? მათი მიზანიც ეს არის. -წერს ირმა ინაშვილი.


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/archives/3981
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.