Header Ads

ნორვეგიამ საუდის არაბეთში იარაღის...

ნორვეგიის დროშა



დღეს ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის ლიცენზიას აჩერებს. მიზეზი სპარსეთის ყურის ქვეყანაში და იემენში არსებული მდგომარეობა. ამის შესახებ Reuters-ი წერს


ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დააკონკრეტა იყო თუ არა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი The Washington Post-ის საუდელი ჟურნალისტი ჟამალ ჰაშაღი, რომელიც 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს


„გადაწყდა, რომ ამ ვითარებაში საუდის არაბეთში სამხედრო საქონლის ექსპორტზე ახალი ლიცენზია აღარ გაიცემა“, – განაცხადა ნორვეგიის პირველმა დიპლომატმა ერიქსენ სორეიდემ გავრცელებულ განცხადებაში. 


თუ როგორ მოკლეს The Whashington Post-ის ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში წაიკითხეთ imedinews-ის მიერ მომზადებული თემა. 


რაც შეეხება იემენს, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სახელმწიფოში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, სადაც კონფლიქტის მონაწილე მხარეები შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალას“ მხარდამჭერები და არაბული კოალიციის ხელმძღვანელობით, სამთავრობო ძალები არიან.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.