Header Ads

საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ...

არჩევნები



საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა 2018 წლის 11 ნოემბერია. განაცხადების მიღება 11 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდება.


„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, 2018 წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით, არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადაა – 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი). შესაბამისად, 11 ნოემბრის ჩათვლით – მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან ელექტრონულად (ონლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. აქედან  გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საარჩევნო მიზნებისათვის,ადგილსამყოფელ ქვეყნებში, საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე განაცხადებების მიღება დასრულდება 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება. 


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/archives/3968
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.