Header Ads

სროლა ჩუმლაყში – შსს-მ გამოძიება დაიწყო...

სროლა ჩუმლაყში – შსს-მ გამოძიება დაიწყო...


სროლა ჩუმლაყში შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა რომ ფაქტს არჩევნების მიმდინარეობასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა განცხადება გააკეთა არჩევნების მიმდინარეობასა და შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებებზე.


ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა ფაქტზე, რის შესახებაც პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.


ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე. კერძოდ:


თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტვ პირველის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დადგენილია სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად,


მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოკითხული არიან ინციდენტის მხარეები, რომლებიც მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,


ადიგენში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად,


ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოიკითხონ დაზარალებულები. ამ ეტაპზე არც ერთ ფაქტზე არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,


თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოკითხულია დაზარალებული და ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე მოწმეები. ამ ეტაპზე გამოკითხული პირებისთვის უცნობია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მისი ვინაობის დასადგენად,


ქვემო ქართლში მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1642 მუხლით. გამოვლინდა ასეთი 9 შემთხვევა. მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა,


თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოკითხულია დაზარალებული. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად,


აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.


დუშეთში საარჩევნო უბანზე მომხდარი ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ის პირველი ნაწილით.


ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები და დაზარალებულები არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.


რაც შეეხება ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით. ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან.


გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელიც სოფელ ქესალოში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უმისამართოდ იგინებოდა. აღნიშნული პიროვნება არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადგილზე იქნა დაკავებული საქართველოს ასკ-ის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.


ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია, განაცხადეს შსს-ში.







ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში


Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Wednesday, November 28, 2018



Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.