Header Ads

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მერაბ...



მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ პროკურორ მირიან მეგრელიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საპროცესო შეანხმების საფუძველზე მერაბ მორჩაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას 2-წლიანი პირობითი მსჯავრი მიესაჯა.


ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მორჩაძის პროცესი დახურული იყო, თუმცა ის მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მედიისთვის გაიხსნა.


2 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მორჩაძემ კალანდიების ოჯახისთვის თანხის გადაცემა დაადასტურა, თუმცა ამბობს, რომ თანხა არა მოწმის მოსყიდვის, არამედ ოჯახის დასახმარებლად იყო განკუთვნილი.


მანამდე სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა ლუკა კალანდიამ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი.


ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მერაბ მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს


2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.



სტატიის გაგრძელებაწყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90-2/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.