Header Ads

სიღნაღის ცენტრალური უბნების რეაბილიტაცია...

სიღნაღის ცენტრალური უბნების რეაბილიტაცია...

სიღნაღი



სიღნაღში ცენტრალური უბნების – ბარათაშვილის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, ლოლაშვილის, გორგასლის, ცხრა აპრილის, აღმაშენებლის და ბეჟანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ Droa.ge წერს. 


ინფრასტრუქტურული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 100 000 ლარი დაიხარჯა.


როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანებული ქვაფენილის საფარი განახლდა და ხის ჭიშკრები ახლით შეიცვალა.


ამასთან, ქალაქში მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. დასასვენებელი სკვერის და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ტურისტული რუკები განახლდა. ასევე, სადგურის მოედანზე ვიზიტორებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.



სიღნაღიწყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.