Header Ads

ევროსაბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ...



სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 7 ვაკანტური წევრის არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ექსპერტთა ჯგუფის წევრად საქართველოს კანდიდატი  ია დადუნაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


ექსპერტთა ჯგუფში არსებულ 7 ვაკანტურ ადგილზე 16 ქვეყნის კანდიდატი იყო წარდგენილი. კენჭისყრის შედეგად კანდიდატები 7 ქვეყნიდან შეარჩიეს. ეს ქვეყნებია: იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა და ირლანდია. აღსანიშნავია, რომ ეს არის GRETA-ში საქართველოს კანდიდატის არჩევის პირველი შემთხვევა.


ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) მონიტორინგს უწევს მხარე სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულებას და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ad/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.