Header Ads

არა კრიმინალურ ბანდას, არა ქვეყნის მოღალატე...

არა კრიმინალურ ბანდას, არა ქვეყნის მოღალატე...

მაჩალიკაშვილიმოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა დუისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა. მაჩალიკაშვილმა ბიულეტენზე სასურველი კანდიდატი დაუფარავად, კაბინაში შესვლის გარეშე შემოხაზა და შემდგომ ის საარჩევნო ყუთში ჩააგდო.


„მე მივეცი ჩემი ხმა ქვეყნის მომავალს. არა კრიმინალურ ბანდას, არა ქვეყნის მოღალატე ზურაბიშვილს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩემ საქმესთან დაკავშირებით, ის მთავრობა მოვა, მე მომიწევს ბრძოლა, მე ისიც ვიცი, იმ მთავრობაშიც მომიწევს ბრძოლა. მე ერთი წელიწადია ვიბრძვი, მთელ სახელწიფოს წინააღმდეგ ვიბრძვი ერთი ადამიანი. მთელი სახელმწიფო მებრძვის იმისთვის, რომ არ გაშუქდეს, არ გაჟღერდეს ამათ მიერ ჩადენილი სახელმწიფო დანაშაული. მე ამას გავაკეთებ, ამას მივაღწევ. ეს ამათ უნდათ თუ არ უნდათ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ის მთავრობა მოვა თუ ეს მთავრობა დარჩება, ვინც წამოვიდა ჩემს წინააღმდეგ, მას საკადრის პასუხს გავცემ ყოველთვის. რაც შეეხება ხმას, მე ის ქვეყნის ნამდვილ მომავალს მივეცი, გაერთიანებულ ოპოზიციას,“ განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.