Header Ads

მმართველ გუნდში გენერალ დევი ჭანკოტაძის...



სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია –  ასე აფასებენ მმართველ გუნდში გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას და წინასაარჩევნო მოწოდებას. ფაქტს გმობს ქვეყნის თავდაცვის უწყებაც.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ნუ ეცდებიან ჩარიონ შეირაღებული ძალები პოლიტიკურ და საარჩევნო კამპანიაში. 


ნაციონალური მოძრაობა კი მიიჩნევს, რომ ჭანკოტაძე მოქმედი სამხედრო პირი აღარ არის და მას საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცის დაფიქსირების უფლება აქვს. 


‘რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს პრეზიდენტს, საქართველოს ჯარის უმაღლეს მთვარსარდალს. ეს არ შეიძლება, იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშულებს საქართველოს ომის დაწყებაში. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს. ჩვენი გმირები – ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და მთვარსარდალი“, – თქვა დევი ჭანკოტაძე თავის მიმართვაში.


დევი ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობდა. საქართველოს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის მარტიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო და ეს თანამდებობა 2012 წლის 8 ოქტომბრამდე ეკავა.



სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია –  ასე აფასებენ მმართველ გუნდში გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას და წინასაარჩევნო მოწოდებას. ფაქტს გმობს ქვეყნის თავდაცვის უწყებაც.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ნუ ეცდებიან ჩარიონ შეირაღებული ძალები პოლიტიკურ და საარჩევნო კამპანიაში. 


ნაციონალური მოძრაობა კი მიიჩნევს, რომ ჭანკოტაძე მოქმედი სამხედრო პირი აღარ არის და მას საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცის დაფიქსირების უფლება აქვს. 


“რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს პრეზიდენტს, საქართველოს ჯარის უმაღლეს მთვარსარდალს. ეს არ შეიძლება, იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშულებს საქართველოს ომის დაწყებაში. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს. ჩვენი გმირები – ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და მთვარსარდალი“, – თქვა დევი ჭანკოტაძე თავის მიმართვაში.


დევი ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობდა. საქართველოს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის მარტიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო და ეს თანამდებობა 2012 წლის 8 ოქტომბრამდე ეკავა.წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%9b%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.