Header Ads

დონალდ ტრამპმა არალეგალი მიგრანტებისთვის...

თეთრი სახლი აშშ



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვას აჩერებს. შესაბამისად ამიერიდან ვინც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს შტატებში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს


გადაწყვეტილება სრულად 10 ნოემბრიდან ამოქმედდება. აქამდე თავშესაფრის მაძიებლები აშშ-ში საკითხის განხილვამდე 90 დღემდე ვადით რჩებოდნენ. 


დონალდ ტრამპის განმარტებით, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადალახავენ, ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს დეპორტაციამდე დაკავების დროებით ცენტრებში გადაიყვანენ, თავშესაფრის მაძიებლები კი, რომლებიც უკანონოდ შევლენ ქვეყანაში, დაიბლოკებიან.


ტრამპის გადაწყვეტილება მიგრანტებისთვის დაწესებულ სხვა რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ 8 ნოემბერს გაასაჯაროვა.


2 ნოემბერს ტრამპმა აშშ-ში თავშესაფრის მიღების წესის გამკაცრება დააანონსა.


„ქარავანის“ სახელით ცნობილი მიგრანტების ტალღა, რომლებიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან არიან შეერთებული შტატებისკენ მექსიკის გავლით მიემართებიან. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა მიგრანტებისგან აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დასაცავად ადგილზე სამხედროები გაგზავნა.



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვას აჩერებს. შესაბამისად ამიერიდან ვინც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს შტატებში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 


გადაწყვეტილება სრულად 10 ნოემბრიდან ამოქმედდება. აქამდე თავშესაფრის მაძიებლები აშშ-ში საკითხის განხილვამდე 90 დღემდე ვადით რჩებოდნენ. 


დონალდ ტრამპის განმარტებით, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადალახავენ, ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს დეპორტაციამდე დაკავების დროებით ცენტრებში გადაიყვანენ, თავშესაფრის მაძიებლები კი, რომლებიც უკანონოდ შევლენ ქვეყანაში, დაიბლოკებიან.


ტრამპის გადაწყვეტილება მიგრანტებისთვის დაწესებულ სხვა რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ 8 ნოემბერს გაასაჯაროვა.


2 ნოემბერს ტრამპმა აშშ-ში თავშესაფრის მიღების წესის გამკაცრება დააანონსა.


„ქარავანის“ სახელით ცნობილი მიგრანტების ტალღა, რომლებიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან არიან შეერთებული შტატებისკენ მექსიკის გავლით მიემართებიან. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა მიგრანტებისგან აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დასაცავად ადგილზე სამხედროები გაგზავნა.წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%93-%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.