Header Ads

კობახიძე: მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს,...

კობახიძე: მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს,...



მიუხედავად ოპონენტების მცდელობისა, რომ შეექმნათ აგრესიული ფონი, ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება, – ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, 28 ნოემბერს ამომრჩევლისთვის მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.


კობახიძე აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნები „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხილდება.


ის მოუწოდებს სამართალდამცველებს კანონიერების და წესრიგის დაცვისკენ, დამკვირვებლებს ფართო მონიტორინგისკენ, მხარდამჭერებს კი – არ წამოეგონ პროვოკაციებს.


დღეს საარჩევნო კამპანია სრულდება.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის. 


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.