Header Ads

მარნეულში ქორწილიდან შემოსული თანხა...

მარნეულში ქორწილიდან შემოსული თანხა მძარცველებმა წაიღეს


მარნეულში, საიათნოვას ქუჩაზე ქორწილის ღამეს სახლი გაძარცვეს. როგორც მეპატრონე ამბობს,  გოგო გაათხოვა და ქორწილი 6 ნოემბერს გადაუხადა. ინფორმაციას marneulifm.ge ავრცელებს.


თანხა, რომელიც სტუმრების მხრიდან შემოუვიდა დაახლოებით 8 000 ლარი 7 ნოემბერს, იმ ღამით მოპარეს, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა და ყველა მეორე ქორწილში იყო წასული (ბიჭის მხარე იხდიდა ქორწილს)


სახლში მოსულებს ოთახები არეული, საყოფაცხოვრებო ნივთბი გადმოყრილი და ფანჯარა გატეხლი დახვდათ. ფულს სახლში საძინებელ ოთახში ინახავდნენ. გარდა ქორწილიდან შემოსული თანხისა, მძარცველებმა სტუმრების ჩანთებიდანაც წაიღეს ფული.


ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ და ანაბეჭდები აიღეს. როგრც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.