Header Ads

„ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ ჩემი შვილის...


ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს საღამოს აქციიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციას კვლავ შეუერთდა. „ვბრუნდები აქციაზე, მით უმეტეს, მალხაზი ჩამოსულა, აუცილებლად ვბრუნდები,“ განაცხადა ზაზა სარალიძემ.


მისი თქმით, არ შეწყვეტს ბრძოლას მანამდე, სანამ მისი შვილის მკვლელი დასჯილი არ იქნება.


„ყველა პოლიციელი ვინც ჩვენზე გამოირია არიან მკვლელები, ვიბრძოლებ ბოლომდე. მთელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი ოჯახის განადგურება. სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, აქედან ვერ გმიყვანენ. მაშინ დამხვრიტონ აქ“ -განაცხადა ზაზა სარალიძემ.


პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.


რამდენიმე საათის წინ, პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რისი მიზეზიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიტანილი კარვების წაღება გახდა.


აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.


აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მაინც მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. იქ იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ შვილმოკლულ მამებს ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. ადგილზე მივიდა პრეზიდენტის მრჩეველიც.


წყარო


http://geoinformer.tk http://geoinformer.tk/archives/3993
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.