Header Ads

პოლონური არასამთავრობოები ქვემო ბოლნისში...

პოლონური არასამთავრობოები ქვემო ბოლნისში...

ბოლნისში  ინციდენტი



ქვემო ბოლნისში, 56-ე საარჩევნო უბანზე ‘ნაციონალური მოძრაობის’ წარმომადგენელმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს განუცხადა, რომ გადასატანი ყუთი კანონის დარღვევით გადაჰქონდათ. საუბნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მან ფაქტი გადაამოწმა და კატეგორიულად უარყო, რასაც ‘ნაციონალური მოძრაობის’ კომისიის წევრისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის უბნიდან ხმაურის ფონზე გააძევეს. ადგილზე იყო ბოლნისის საკრებულოს წევრი ‘ნაციონალური მოძრაობიდან’ სამირა ისმაილოვა, რომლის განცხადებითაც, გადასატანი ყუთი არამიზნობრივად გადააადგილეს. თუმცა მალევე თავად ‘ნაციონალური მოძრაობის’ წარმომადგენელმა კომისიის სხვა წევრებთან ერთად 56-ე უბანში გადასატანი ყუთი მიიტანა და თქვა, რომ არავითარი დარღვევა არ ყოფილა.


ინციდენტი შეისწავლეს პოლონელმა დამკვირვებლებმაც. მათ ვითარებაში გასარკვევად ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაეხმარა.


დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. 


არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.


დღეს საქართველო, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.