Header Ads

წინასწარი ინფორმაციით, ჩვენს აქციებში...

წინასწარი ინფორმაციით, ჩვენს აქციებში ათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას - ირმა ინაშვილი


პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მათი ორგანიზებით დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.


ამ ბოლო დროს საზოგადოება გააქტიურდა და, როგორც ვხედავთ, სხვადასხვა აქციები იმართება, რაც თავისთავად ცუდი ნამდვილად არ არის. ზოგიერთი აქციის ორგანიზატორი ვიცი ვინაა, ზოგიერთ აქციაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. ვისაც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა, ისე ჩაატარებს აქციას, მე არავის არც დირექტორი ვარ და არც კონტროლიორი.


უბრალოდ, წეღან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ- ერთი აქცია ამ დღეებში დაგეგმილია თავისუფლების მოედანზე და ვინაიდან იგივე ადგილზე პატრიოტები 25 ნოემბერს ვიკრიბებით, მოქალაქეებმა განმარტება მთხოვეს. მეც მოკლედ განვმარტავ: ჩვენი აქცია ჩატარდება 25 ნოემბერს, დღის 3 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე.


მანამდე, 23 ნოემბერს, დღის 3 საათზე ვიკრიბებით ბათუმში, ერას მოედანზე.


წინასწარი ინფორმაციით, ჩვენს აქციებში ათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ციფრს შეგნებულად არ ვასახელებ. ეს არ იქნება 10 000 და 15 000 მოქალაქე. იქნება ბევრად მეტი! ამიტომ სხვა, პარალელური, თუ პრელუდიური აქციების შესახებ, მე ვერაფერს გეტყვით.


ჩვენი აქციის ლოზუნგია: არა- სააკაშვილს! არა- ბოკერიას! არა- ვაშაძეს! არა- ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს! არა- კოჰაბიტაციას! ყველა სხვა დანარჩენი აქციის ორგანიზატორებს, ვინც ქვეყნის და ხალხის ინტერესის სასარგებლოდ მართავს აქციას, წარმატებას ვუსურვებ!


ვიმეორებ: ჩვენი მხარდამჭერები ვიკრიბებით 23 ნოემბერს, დღის 3 საათზე ბათუმში, ერას მოედანზე და 25 ნოემბერს, დღის 3 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე. გონიერ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ესმით, ამიტომ გელოდებით! თქვენი იმედი მაქვს- გონიერების! აცხადებს ირმა ინაშვილი.


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a9/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.