Header Ads

ლევან ბოძაშვილი: ქართველ ხალხს აღარ სურს...

ლევან ბოძაშვილი: ქართველ ხალხს აღარ სურს...



„ქართველ ხალხს აღარ სურს დაძაბულობა და წარსულში დაბრუნდება’.-ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა „იმედი LIVE“-თან საუბრისას განაცხადა.


„წინა საარჩევნო პერიოდი იყო ხელოვნურად დაძაბული და გარკვეული ანგაჟირების ფონზე მიმდინარეობდა. მთელ საარჩევნო კამპანიას ნეგატივი გასდევდა. მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის’ მცდელობისა და სტრატეგიისა, არჩევნები ყოფილიყო ნეგატიური, მოსახლეობაზე პირიქით იმოქმედა. ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება ყოფილიყვნენ აქტიურები არჩევნებში. ქართველ ხალხს აღარ სურს დაძაბულობა და წარსულში დაბრუნდება’-განაცხადა ლევან ბოძაშვილმა


მისი თქმით, წარმოუდგენელია საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ამაყობს საბჭოთა დიპლომატიით. 


„წარმოუდგენელია ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ამაყობს საბჭოთა დიპლომატიით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური გაწევრიანება სრულად უნდა განხორციელდეს, წარმოუდგენელია ის ესაუბროს იმ ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც საბჭოთა წნეხი აქვთ გამოვლილი’.-განაცხადა ლევან ბოძაშვილმა



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.