Header Ads

საბერძნეთში მატარებლის შეჯახების გამო...

საბერძნეთში მატარებლის შეჯახების გამო...

ლიანდაგი



ჩრდილოეთ საბერძნეთში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ალექსანდრუპოლისსა და კომოტინის შორის მდებარე სოფელ ფილაკიოში მატარებლის ლიანდაგზე სამი მიგრანტის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს


ოფიციალური უწყებები დაღუპულთა ვინაობას ჯერ არ ასაჯაროვებენ. მიგრანტებს მატარებელი შეეჯახა. 


ამ ადგილს თურქეთიდან საბერძნეთსა და შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებში არალეგალურად გადასვლის მსურველები ხშირად იყენებენ. 


საბერძნეთში არალეგალური მიგრანტების ყველაზე დიდი ნაწილი თურქეთიდან შედის. მიგრანტთა დიდი ნაწილი საბერძნეთში სირიიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდანაა. 


საბერძნეთის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ქვეყანაში თურქეთიდან 2018 წელს 14 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 5 500 იყო. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.