Header Ads

ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლოში...

ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლოში...

ბიძინა ივანიშვილი


ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოშია დაბარებული. ქართული ოცნებისთავმჯდომარეს, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესის რეკეტში სდებს ბრალს, საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება მოუწევს.


მთავარი მტკიცებულება კი მის წინააღმდეგ იქნება კადრი, რომლისაც ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია. ზაზა ოქუაშვილი ყველა სხვა მასალასთან ერთად, ლონდონის სასამართლოს იმის მტკიცებულებას გადასცემს, რომ ოთხი თითის ჩვენებით, ბიძინა ივანიშვილი მისგან 4 მილიონს მოითხოვდა.


ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საერთაშორისო სასამართლოში ბრალდებებზე პასუხის გაცემა ბიზნესის რეკეტის საქმის სხვა ფიგურანტებსაც მოუწევთ. ზაზა ოქუაშვილი ომეგა ჯგუფზე სახელმწიფო შეტევის ორგანიზატორად სპორტის ყოფილ მინისტრს ასახელებს. ლონდონის სასამართლოდან უწყება ბიზნესის რეკეტის საქმის ექვს მთავარ მონაწილეს გაეგზავნა.


ლიდერის მოსალოდნელ გასამართლებას ირონიით ხვდება მმართველი გუნდი. ქართული ოცნების წევრები ლონდონის სასამართლოში შეტანილ სარჩელს ზაზა ოქუაშვილის კრიტიკით პასუხობენ და სჯერათ, რომ ივანიშვილი ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს.


ოპოზიცია კი, კრიმინალური მმართველობის გამო, ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების წინააღმდეგ მკაცრ განაჩენს ელოდება.


დაკითხვა ლონდონის სასამართლოში ერთადერთი შემთხვევა არ არის, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. ქართული ოცნების თავმჯდომარე ანგოლა გეითსის სკანდალის ფიგურანტია და ბიძინა ივანიშვილი კანადის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარეს კანადის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს, საერთაშორისო მედიაშიც დაიბეჭდა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.