Header Ads

ტრამპის განკარგულების შემდეგ გაერო...

გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში



დონალდ ტრამპის მიერ, არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღების წესის გაამკაცრების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ვაშინგტონს თავშესაფრის მაძიებელთა დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს


გაეროს განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძალადობასა და დევნას გაურბის ქვეყანამ „ზედმეტი აკრძალვების“ გარეშე უნდა დაიცვას. 


აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვას კრძალავს ძალაში რამდენიმე საათში, 10 ნოემბრიდან შევა. ტრამპის გადაწყვეტლების თანახმად ნებისმიერი ადამიანი ვინც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს შტატებში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება. დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს დეპორტაციამდე მათ დაკავების დროებით ცენტრებში გადაიყვანენ, თავშესაფრის მაძიებლები კი, რომლებიც უკანონოდ შევლენ ქვეყანაში, დაიბლოკებიან. აქამდე თავშესაფრის მაძიებლები აშშ-ში საკითხის განხილვამდე 90 დღემდე ვადით რჩებოდნენ. 


როგორც ჟენევაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი განმარტავს, უამრავი ადამიანი ვინც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მექსიკაში, აშშ-ში იმიგრაციის მიზნით გადავიდა, საკუთარ ქვეყანაში ძალადობის ან დევნის მსხვერპლია. 


დონალდ ტრამპმა არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღების წესის გაამკაცრებას ხელი 9 ნოემბერს მოაწერა. ტრამპის გადაწყვეტილება მიგრანტებისთვის დაწესებულ სხვა რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ 8 ნოემბერს გაასაჯაროვა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყანაში თავშესაფრის მიღების წესის გამკაცრებას ჯერ კიდევ 2 ნოემბერს აანონსებდა



დონალდ ტრამპის მიერ, არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღების წესის გაამკაცრების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ვაშინგტონს თავშესაფრის მაძიებელთა დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 


გაეროს განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძალადობასა და დევნას გაურბის ქვეყანამ „ზედმეტი აკრძალვების“ გარეშე უნდა დაიცვას. 


აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვას კრძალავს ძალაში რამდენიმე საათში, 10 ნოემბრიდან შევა. ტრამპის გადაწყვეტლების თანახმად ნებისმიერი ადამიანი ვინც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს შტატებში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება. დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს დეპორტაციამდე მათ დაკავების დროებით ცენტრებში გადაიყვანენ, თავშესაფრის მაძიებლები კი, რომლებიც უკანონოდ შევლენ ქვეყანაში, დაიბლოკებიან. აქამდე თავშესაფრის მაძიებლები აშშ-ში საკითხის განხილვამდე 90 დღემდე ვადით რჩებოდნენ. 


როგორც ჟენევაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი განმარტავს, უამრავი ადამიანი ვინც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მექსიკაში, აშშ-ში იმიგრაციის მიზნით გადავიდა, საკუთარ ქვეყანაში ძალადობის ან დევნის მსხვერპლია. 


დონალდ ტრამპმა არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღების წესის გაამკაცრებას ხელი 9 ნოემბერს მოაწერა. ტრამპის გადაწყვეტილება მიგრანტებისთვის დაწესებულ სხვა რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ 8 ნოემბერს გაასაჯაროვა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყანაში თავშესაფრის მიღების წესის გამკაცრებას ჯერ კიდევ 2 ნოემბერს აანონსებდა.წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.