Header Ads

მიტროპოლიტმა იოანემ არჩევნების მშვიდობით...

მიტროპოლიტმა იოანემ არჩევნების მშვიდობით...

რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)



მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, თავისუფლების მოედანზე, ერის მშვიდობის, კეთილდღეობისა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მშვიდობით ჩატარებისთვის, პარაკლისი გადაიხადა.


„არჩევნების წინ, პარაკლისის გადახდა, ეს უკვე ტრადიციად იქცა. ცოტა ემოციური ხალხი ვართ და ზედმეტად ემოციურად გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს, რომ არ გადაიზარდოს ეს ემოციები არასასურველ დაპირისპირებაში, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ მშვიდობას, წყალობას და ერთობას, ერის კეთილდღეობისა და ჩვენი წარმატებისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ხვალინდელი დღე მშვიდობით ყოფილიყოს, რომ ერმა აირჩიოს უკეთესი ვინც მიაჩნია, სინდისისა და ნამუსის კარნახით“, – განაცხადა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, – „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის. 


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.