Header Ads

სანზონის საარჩევნო უბანთან ე.წ ძველი ბიჭები...

სანზონის საარჩევნო უბანთან ე.წ ძველი ბიჭები...

სანზონაში, გურამიშვილის 17 ნომერში, N42-ე და N45-ე საარჩევნო უბნებთან ამ დრომდე ქართული ოცნების კოორდინატორები და ე.წ ძველი ბიჭები იმყოფებიან. სანზონაში კურიერის ჟურნალისტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამზადებული სიები არ გადასცეს. საუბრისას პარტიულმა აგიტატორებმა განაცხადეს, რომ ისინი არანაირ სიებს არ ფლობდნენ. მიუხედავად ამისა, კურიერის კამერამ მაინც შეძლო, დაეფიქსირებინა ის სიები, რომელშიც  მოქალაქეების პირადი ინფრომაცია ფოტოსურათებთან ერთადაა აღნიშნული. ქართული ოცნების კოორდინატორები კურიერის გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულნი იყვნენ.   დილიდან, თბილისის  საარჩევნო უბნებთან ე.წ ძველი ბიჭები არიან მობილიზებულნი. კურიერის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მიზნით იმყოფებიან ისინი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, განაცხადეს, რომ ელოდებიან გოგონას, რომელსაც სიმღერა უნდა შესთავაზონ. ქართული ოცნების კოორდინატორები და ე.წ ძველი ბიჭები თბილისის საარჩევნო უბნებთან ამ დრომდე რჩებიან.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.