Header Ads

სარალიძე – შვილი მომიკლეს, ახლა დედაჩემის...

სარალიძე -  შვილი მომიკლეს, ახლა დედაჩემის მოკვლაც უნდოდათ, ამას არავის ვაპატიებ


ზაზა სარალიძემ და დედამისთან ერთდ კლინიკა დატოვა. სარალიძის განცხადებით, ის იქამდე იქნება აქციაზე, სანამ არ აღადგენს სამართლიანობას.


„აუცილებლად ვბრუნდები აქციაზე. დღეს რაც მოხდა, ამას არ ვაპატიებ. შვილი მომიკლეს, ახლა დედაჩემის მოკვლაც უნდოდათ. მე ვბრუნდები აქციაზე და ვიბრძოლებ იქამდე, სანამ სამართლიანობას არ აღვადგენ. ფაქტობრივად, მთელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი ოჯახის განადგურება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.


შეგახსენებთ, რომ რუსთველის გამზირზე არასამთვრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სარალიძეს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირებისას სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის სარალიძემ კლინიკა დატოვა.


ამ დროისთვის არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამოდენიმე კარვის გაშლა მოახერხეს.


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/archives/3977
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.