Header Ads

უტიფრობაა ჩემი სიტყვების ინტერპრეტირება,...

უტიფრობაა ჩემი სიტყვების ინტერპრეტირება, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ნაძვის ხით ანაცვლებს - კახა კალაძე


თბილისის მერტი კახა კალაძე  მედია საშუალებების მიერ მისი  ინტერპრეტირებას უტიფრობას უწოდებს და განმარტავს რომ მას არასოდეს უთქვასმ რომ მერია ზაზა სარალიძის ნაძვის ხით ჩანაცვლებას აპირებს.


„კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს. ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის და ჩვენ არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა, უტიფრობა უნდა ვუწოდოთ კონკრეტული სააგენტოების და ჟურნალისტების მხრიდან ჩემი გუშინდელი განცხადების ინტერპრეტირებას. გამოტანილი ჰქონდათ, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ნაძვის ხით ანაცვლებს. როგორ შეიძლება. არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა. შვილმოკლული მამის ასეთი ფორმით გამოყენება, ასეთი შეურაცხყოფის მიყენება მე მგონია, რომ ჟურნალისტიკა არის თავისუფლების რუპორი და არა რაღაც პარტაგიტატორები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. 


ზაზა სარალიძემ შემოიტანა ცნობა, რომ აპირებს დეკემბრის ბოლომდე გააგრძელოს პროტესტი. დედაქალაქის მერიის მხრიდან იყო განცხადება, რომ დედაქალაქის მერიას აქვს საახალწლო ღონისძიებები სხვადასსხვა ლოკაციებზე, როგორც ეს ტრადიციულად ხდება. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია, განაცხადა კალაძემ.


ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ზაზა სარალიძის აქციაც და საახალწლო ღონისძიებებიც იყოს პარალელურად, კალაძემ განაცხადა, რომ არ უნდა დაპირისპირება მოხდეს.


„მე არ მინდა რაღაც დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ იცით, რომ ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება. უამრავი ადამიანი მოდის და მიდის, ვიღაცამ რაიმე პროვოკაცია არ მოაწყოს. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, განაცხადა კალაძემ.


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%90-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.